воскресенье, 10 июля 2016 г.

მეცხრე დღე
გავიხსენეთ წინა დღის თემები. გუგლის დახმარებით ავტვირთე სასწავლო პროექტის პორტფოლიო, რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე. ასევე ვისწავლე ბლოგზე გამოქვეყნებულ პორტფოლიოში ცვლილებების შეტანა და ახალი დოკუმენტების დამატება.
გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია
   ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული იყო.
   შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი.

суббота, 9 июля 2016 г.

მერვე დღე.
გავიარეთ განვლილი მასალა. ვნახეთ ტრენერის მიერ გაკეთებული კომენტარები ჩვენს გეგმებში, დავხვეწეთ აქტივობები,ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ მოდული 6. მოვიფიქრეთ დავალებები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. დავასრულეთ პროექტის გეგმა.ბლოგს შევუცვალეთ დიზაინი.

пятница, 8 июля 2016 г.

მეშვიდე დღე:
დღევანდელი დღე  ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციით დაიწყო.ჩემი  პროექტის თემაა "ჩემი ოჯახი"თემის იდეაა მოსწავლეებს უკეთესად შევასწავლო ოჯახთან და საცხოვრისთან ასოცირებული სიტყვები და წინადადებები გეგმა თანმიმდევრულად და სწორად მქონდა გაწერილი. ვფიქრობ, საინტერესო გამომივიდა.
     მე კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლე. პროექტის წერის ახალ მეთოდებს გავეცანი.ვისწავლე ახალი ფორმების, გრაფიკების გაკეთება.ვეცდები, გამოვიყენო სიახლეები.

воскресенье, 3 июля 2016 г.

დღე 6
გავიხსენეთ წინა დღის ნამუშევრები. განვიხილეთ შეფასების ფორმები და გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში. მოვახდინეთ პრეზენტაციის ჩეკლისტის გადაკეთება, მოვარგეთ ჩვენი პროექტის მოსწავლის ნამუშევარს. პოველ პოინტში გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც ასევე გადავიტანეთ დრაივში "მოსწავლის ნიმუში". მოვახდინეთ შეფასების მოკლე მონახაზის შევსება.

суббота, 2 июля 2016 г.

დღე 5
გავიხსენეთ წინა დღის თემები. გავეცანით მოცემული დღის მიზნებს. ვისაუბრეთშეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. განვიხილეთ 5 შეფასების სტრატეგია, თითოეული სტრატეგიიდან შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები რომლებიც შევიტანეთ ჩვენს გეგმაში- შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები, პრეზენტაციის ჩეკლისტი, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა. მივიღეთ საშინაო დავალება.
დღე 4
გავიხსენეთ წინა დღის თემები. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი კითხვების მნიშვნელობაზე. ვნახეთ მიმართულების მიმცემი კითხვების პრეზენტაცია.მოვიფიქრეთ ერთი ზოგადი, ორი თემატური და რამოდენიმე შინაარსობრივი კითხვა ჩვენი პროექტისადმი.კითხვები განვიხილეთ ჯგუფში მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.

воскресенье, 26 июня 2016 г.

მესამე დღე. დავიწყეთ წინა დღის გახსენებით. ვისაუბრეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების მნიშვნელობაზე. მოვძებნეთ პროექტის თემატიკიდან გამომდინარე შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები საიდზე ncp.ge. გადავიტანეთ ჩვენი პროექტის შაბლონში. გავეცანით 21 საუკუნის უნარ ჩვევების დოკუმენტს. შევარჩიეტ პროექტიდან გამომდინარე 21 საუკუნის უნარჩვევების სტანდარტები, რომელიც ასევე ჩავსვით გეგმაში. ვისაუბრეთ ბუნდოვან და სპეციფიკურ მიზნებზე. გავწერეთ ჩვენი პროექტის მიზნები, გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები.

суббота, 25 июня 2016 г.

მეორე დღე.გავიხსენეთ გასული დღის შედეგები. განვიხილეთ დღევანდელი დღის მიზნები. გავეცანით ჩეკილისტს და მის დანიშნულებას.შევქმენით საქაღალდე ღრუბლები. გადმოვტვირთეთ სახელმძღვანელოდან პროექტის გეგმის შაბლონი ავტვირთეთ ღრუბლებში და დავიწყეთ შევსება. ვისაუბრეთ

пятница, 24 июня 2016 г.

დღე1

პირველი დღე იყო გაცნობიტი ხასიატის. გავეცანიტ სასწავლო გრაფიკს . გავეცანით ძირითად სახელმძღვანელოზე მუშაობას
ჩემთვის საინტერესო იყო პროექტებზე მუშაობა.