1. პროექტის სახელწოდება:“ჩინეთის ტრადიციები“
2. პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები გაეცნონ
ჩინეთის ტრადიციებს და კულტურას, თვითონ
მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია,
რაც შემდგომში დაეხმარება
სხვადასხვა ქვეყნებზე ინფორმაციის
მოპოვებაში.
3. პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობა
მოსწავლეებში აამაღლებს კვლევითი,
შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების
განვითარებას, ასევე მოსწავლეები
ეცნობიან და სწავლობენ
ახალ სიტყვებს და ტერმინოლოგიას.
4. პროექტის მიზნები: გავაცნოთ
მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების
ტრადიციები , კულტურა, ზნე-ჩვეულებები რაც გამოიწვევს მოსწავლეების
დაინტერესებას შეისწავლონ ამა თუ იმ ქვეყნის ენები.
ამ დროს მოსწავლეები
ავლენენ აქტიურ ქმედებებს
რაც გამოიხატება საჭირო
ინფორმაციების მოპოვებაში ,ურთიერთ დახმარებაში,
აზრთა გაცვლა-გამოცვლაში და ა.შ. კონკრეტულ
შემთხვევაში პროექტმა წარმოდგენა
უნდა შეგვიქმნას ჩინეთზე
მის კულტურაზე და ტრადიციებზე.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15წწ.
6. ვადები/ხანგრზლივობა: 15 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები რუსულ ენაზე შეძლებენ პრეზენტაციის
გაკეთებას, საჭირო ილუსტრაციების
წარმოდგენას, ახლად შესწავლილი
სიტყვების და ტერმინოლოგიების გამოყენებას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები: სხვადასხვა ლიტერატურა (რუსული ენის სახელმძღვანელო
8-9 კლასი), ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, აგრეთვე
ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები): თემის შერჩევა
და დასახელება, საჭირო
მასალის და ინფორმაციის
მოპოვება, მოვალეობების გადანაწილება, პრეზენტაცია,
შემაჯამებელი შეფასება.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: პროექტში
ერთმანეთთან დაკავშირებულია რუსული
ენა და ლიტერატურა,
გეოგრაფია, ისტორია. პროექტი
სრულიად შეესაბამება ეროვნულ
სასწავლო გეგმას.
11.
პროექტის ხელლმძღვანელი (მასწავლებელი): იოსები
ქათამაძე.